Стандартный

-მარწყვი მინდა.
-დაგიხატავ…
-დამიხატე…
-არა, ეს ხუმრობა იყო…
-არ ვხუმრობ, მართლა მინდა მაწყვი…
-კარგი რა, რომ დამეხატა, დაკმაყოფილდებოდი?
-კი.
-შენც ხშირად მხატავ ხოლმე, იმიტომაც არ გინდივარ.
-არადროს არ დამიხატიხარ.
-აჰ, გასაგებია.
-რა არის გასაგები?
-არ გინდივარ.
-მინდიხარ!
-დამხატე…
-გხატავ…
-ეს ვინ არის? ეს გოგო სულ არ მგავს, უშველებელი ხელები და ფეხები რატომ აქ?
-შენ ხარ, ოღონდ სხვანაირი.
-მე უნდა წავიდე ახლა…
-საით?
-სხვა სამყაროში.
-მოხვალ?
-იქ თუ იქნები, მოვალ…
-აქედან რატომ მიდიხარ?
-აქ სხვანაირები ვართ. ვიძინებ და თუ რამის თქმა გინდა დამესიზმრე და სიზმარში მითხარი. ძილინებისა.

«სიზმარი»

ვიზი რომ დაღლილი ხარ, გუშინ ზღვა იყავი და ღელავდი, გუშინწინ კაცმა არ იცის კიდევ რა… ვიცი რომ ცნობისმოყვარე ადამიანებმა ჩაყვინთეს და გაძარცვეს ჩაძირული გემები. ისინი რესტორანში ზიან და ფულს ხარჯავენ, შენ კი, დაღლილი ხარ და ისვენებ. ხვალაც რომ ზღვა იყო, მანახებ ჟანგიან გემებს? ოღონდ არ იღელვო, ცურვა არ ვიცი.

(სხვა კონტინენტზე დღეა) დიახ ბატონო, თქვენ მართალი ბრძანდებით! ურთიერთობები ბიზნესს გავს, ფულის დაბანდებას საქმეში. თუ ცდები, რაც არ უნდა მდიდარი იყო, მაინც გაკოტრდები და წვრილმანეებით მოვაჭრეს დაემსგავსები.
(კაზინოში) წითელზე რომ ჩადხარ, ჯერ არ გაქ მოგებული და უკვე სიამოვნებას იღებ, მოგწონს რულეტკის ტრიალი, თვალს გიჭრელებს, მაგრა ოდესმე ისიც ჩერდება. გაჩერდება და მიხვდები რომ ბითური ხარ. მაგრამ ტრიალის პროცესში უკვე განიცადე სიამოვნება. ბოლოს კი, უკვე აზარტში შესული, დებ საათს, სამკაულებს, დებ სხეულს, სულს; განა მოგების იმედით? არა… მხოლოდ იმიტომ რომ შენს გამო იტრიალოს რულეტკამ. კაზინო იკეტება, შინ ბრუნდები, იმ ღამიტ ვირაცამისიამოვნა, ვიღაც გამდიდრდა, ვიღაც გაღარიბდა. ნამდვილი სიამოვნება შედეგშია და არა პროცესში. ყველა პროცესი სასიამოვნოა ასე თუ ისე, როცა შედეგს ელი. შედეგები პროცესების ნაწილია, და თუ არ გვაღელვებს შედეგები, მაშ ნებისმიერი პროცესი აზრს მოკლებულია.
გიკარნახებს ვინმე რომელ რიცხვზე უნდა ჩახვიდე? არა მგონია ღირდეს დაჯერება. თუ მართლა სჯერა ამის, ის თვითონ ჩადებს ფულს. ალბათ უფულოს უნდა დაუჯერო, მაგრამ უფულოებს კაზინოში არ უშვებენ. კაზინოს წესები მხოლოდ კაზინოსთვისა და იღბლიანებისთვისაა. მე იღბლიანებს არ ვიცნობ.
კონტინენტზე უნდა დაღამდეს.
მესმის, განა არ მესმის, როცა გშია წიწიბურაც გემრიელია, კუჭსაც გიძრობს და თუ ვინმე მოგიახლოვდება, ძაღლივით უღრენ და გემრიელ ლუკმებს თვალს არ აშორებ.
კარგი, აქ დავიძინოთ, სხვაგან გავიღვიძოთ.

«ცნობისმოყვარენი»
-მე გუშინ გლობუსი ორად გავტეხე, მაინტერესებდა დედამიწის გულში რა იყო. თურმე სიცარიელე ყოფილა…
-ალბათ მთვარე იმიტომ ურტყავს დედამიწას წრეებს რომ იმედი აქ; იმედი აქ, ოდესმე დედამიწას მოეკიდება ცეცხლი, მაშინ დედამიწა იქნება მზე, მთვარე დედამიწა… მე კოსმოსში წავალ და მთვარეს წრეებს დავარტყამ.
-მე ჩემი შეყვარებული ვიყავი, ვიგრძენი რომ ჩემ შეყვარებულს არ ვუყვარდი, ნეტავ რას გრძნობდა ის?

(გაიღვიძე) -ცხელა..
-ნუ წუწუნებ.
-მაშინ შემიბერე.
-გაცივდები.
-დღესაც დაღამდება?
-თუ არ წახვალ, არა მგონია.
-უნდა წავიდე, ხომ იცი რომ ყოველღამე მივდივარ?
-ვიცი, ვიცი მაგრამ იმედი მაქვს რომ ერთხელაც გადაიფიქრებ.
-არ გადავიფიქრებ, კაზინოში თამაში მინდა!
-ჰო, იქ შენ განსაკუთრებული სტუმარი ხარ, ბოლო კაპიკებს ტოვებ და მოდიხარ.
-ეგ შენი საქმე არაა…
-აბა ვისი საქმეა?
-ჩემი!
-არც შენი საქმე არაა…
-აბა ვისი საქმეა?
-მათი.
-ეგ როგორ გავიგო.
-როგორ და, სანამ ფული გაქ გიშვებენ, როცა არ გექნება არ შეგიშვებენ, გამოდის რომ ისინი წყვიტავენ ყველაფერს…
-ჩემი საქმე წასვლაა, მათი საქმე შეშვება, აი შენ კი, არავინ გეკითხება.
-ერთხელაც აღარ დაღამდება და დაგცინებ. დღეს რა ვქნათ?
-დავისვენოთ.
-მიყვარხარ…
-მე არა…
-მე მეგონა…
-რა გეგონა?!
-მეგონა დედამიწას ცეცხლს მოვუკიდებდით…

«ისტორიის განვითარება წარმოადგენს მოვლენათა უაზრო ორომტრიალს რასაც ადამიანისთვის არაფერი არ მოაქვს, გარდა უიმედობისა და ტანჯვისა. მხოლოდ უგულო, უხამსი ადამიანები არ იტანჯებიან ამქვეყნად, მხოლოდ პრიმიტიულ ადამიანს შეუძლია თავი ინუგეშოს ილუზიით. მოაზროვნე ადამიანის ხვედრი კი, რა ეპოქაშიც უნდა ცხოვრობდეს, მხოლოდ ჭუჭყი და უიმედობაა, და რა ცუფრო დიდია მისი სულიერი განვითარება, მით უფრო ადრე იმსხვრევა მისი ოცნება»
(გუსტავ ფლობერი)»

ყველაზე მძიმე იმ მეომარის ხვედრია, ვინც მიუხედავად ჭრილობებისა, იბრძვის და არ ნებდება. მისთვისაა ბრძოლა მძიმე და არა მათთვის ვინც დაკარგა იმედი და წამოდგომას არც ცდილობს. მთავარია იცოდეს რატომ იბრძვის, არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის, ან რისთვის… მთავარია იცოდეს.
გამარჯვება წარმატებაა, წარმატება ბედნიერების მომტანი. აქ არ იმარჯვებს ძალა, აქ იმარჯვებს იმედი, მიზანი, სურვილი, წყურვილი, სიცოცხლის აზრი მართლდება აქ… ერთ მხარეს ჩვენ ვართ, მეორე მხარეს ჭუჭყი, ტალახი, ტყუილი და უსამართლობა. ზოგჯერ მოგვეჩვენება რომ ერთმანეთის მსხვერპლნი ვართ, სინამდვილეში მსხვერპლი ტყუილს, უსამართლობას, ტალახს და ჭუწყს მოაქ…
ის ვალდებულია სხვას უჩვენოს სწორი გზა, სხვა კი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. მთავარია ბრძოლის ველზე არავინ არ შეუყვარდეს, არავიზე არ იკისროს პასუხისმგებლობა, თორემ განწირულია. ბრძოლა ორმაგად ძნელი ხდება და წარმატებით განცდილი ბედნიერება იშვიათი, ისევე როგორც წარმატება.

-რა გინდა ახლა?
-ზღვა, კამკამა, სუფთა ზღვა.
-ასეთი ზღვა არ არსებობს, ნუ ხარ იდეალისტი, ინატრე ისეთი რამ რაც არსებობს, ან რაც შეიძლება რომ არსებობდეს.
-სუფთა ზღვა არ შეიძლება არსებობდეს?
-იქ სადაც ადამიანები ცხოვრობენ, არა. რომ ვიყო ასეთი, შენ მაინც ამამღვრევ.
-მაშინ მე შორიდან გიყურებ.
-შორიდან უყურებ როგორ ამამღვრევენ სხვები?
-ვერა, ამას ვერ ვუყურებ.
-ვიღაც მაინც ამამღვრევს, ზღვისთვის კი სულერთია ვინ იქნება ის ვინც მას აამღვრევს. ქარის მეშინია.
-შენც ადექი და ნაპირზე გარიყე ისინი.
-შენ რა გგონია, ნაპირი ჩემი არაა?
-ოოო, მაშინ ისევ მე აგამღვრევ.
-ჩემთვის სულერთია.
-თუ დავიხრჩე, არ გამრიყო.
-არ გაგრიყავ…
…მე სასაფლაო ვარ.
-მარტო ჩემი…
-ვნახოთ.

Стандартный

ფიქრების ლაბირინთებში შენ ხმამ დაკარგა ბგერები.
მკრთალი სინათლე თმებში მიფათურებს ხელებს.
დამწვარი ასანთის ღერებით გაივსო საფერფლე,
გაყვითლებული თითებით ვიზელ საფეთქლებს…
მოხრილი მუხლებით, წელში მოხრილი ვზივარ და ხელის თითებზე მცივა.
მორიგ ღერს ვუკიდებ, კვამლში ვეხვევი, ბოლო ათ წუთში მესამეს ვეწევი,
გახუნებულ ნოხზე ფერფლი ცვივა…
ლაბირინთებში ვეძებ გასაღებს, დრო კი თავს ფიქრებად ასაღებს,
საღდება წუთებად, საღდება წამებად, უხდება დუმილი, უყვარს წამება..!
ფიქრების ლაბირინთებში დადუმდა დრო და გაება.